კალათბურთი

11:43 | 27.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

თად მაკფადენის 12 ქულა და გამარჯვება "ვალენსიასთან"

ესპანეთის ლიგა ენდესას მესამე ტურში თად მაკფადენის „მურსიამ“ სტუმრად „ვალენსია“ დაძაბულ ბრძოლაში 91:86 დაამარცხა. შეხვედრის ბედი ბოლო პერიოდმა გადაწყვიტა, რომელიც სტუმრებმა 10 ქულის სხვაობით მოიგეს.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 21:19 წუთში 12 ქულა, 1 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. მაკფადენმა 5-დან 2 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, მაგრამ 4 სამქულიანი ააცილა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 11-ს გაუტოლდა.

„მურსიას“ სამი ტურის შემდეგ 2 მოგების წილ 1 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129155