მარიამ ბოლქვაძემ ჩიკაგოს ტურნირის ძირითად ბადეში მოხვედრა ვერ მოახერხა. ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციის ფინალი რუს ანა კალინსკაიასთან უშანსოდ წააგო.
შეხვედრა საათსა და 2 წუთს გაგრძელდა და მარიამმა მხოლოდ 3 გეიმი მოიგო. საბოლოოდ, რუსმა ჩოგბურთელმა 6:2, 6:1 იმარჯვა და ძირითად ბადეში თავად გავიდა.
აქვე გეტყვით, რომ მარიამმა ჩიკაგოს ტურნირის კვალიფიკაციის ტურნირის ნახევარფინალში ბარბარა გატიცა დაამარცა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მაგარი იქნებოდა რომ მოხვედრილიყო მაგრამ არაუშავს