დანიის სუპერლიგის მეათე ტურში დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“ სტუმრად „ნორდშიელანდს“ შეხვდა და 5:1 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა და გამარჯვებაში წვლილი საგოლე პასით შეიტანა.
ხოჭოლავა სტანდარტისას შეტევაში ჩაერთო და თავით პასი კევინ დიკსს გაუკეთა, რომელმაც ზუსტად დაარტყა და იმ დროისთვის ანგარიში 3:1 გახადა.
მიმდინარე სეზონში დავით ხოჭოლავას აქტივში ყველა ტურნირზე 16 მატჩი, 1 გოლი და 1 საგოლე პასია, „კოპენჰაგენი“ კი 23 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 3 ოქტომბერს, „ვიბორგს“ უმასპინძლებს.