რუსეთის პრემიერლიგის მეცხრე ტურში ყაზანის „რუბინი“ სტუმრად მოსკოვის „დინამოსთან“ 0:2 დამარცხდა. ხვიჩა კვარაცხელიამ 65-ე წუთამდე ითამაშა და მერე მოედანი დატოვა.
ამ შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო გუნდს ლეონიდ სლუცკიმ ვერ უხელმძღვანელა, ამის გამო პრესკონფერენციაზე მისი თანაშემწე ოლეგ ვერეტენიკოვი წარსდგა, რომელსაც კითხვა ხვიჩას შესახებაც დაუსვეს.
- ხედავთ პრობლემას მოტივაციასთან დაკავშირებით? ყველას ეგონა, რომ ის გუნდს დატოვებდა. შეიძლება ამან მასზე გავლენია იქონია? აშკარაა, რომ არ არის იგივე, რაც წინა სეზონში იყო...
- ვფიქრობ, რომ ამ კითხვის დასმა არც ღირს. ის მოტივირებულია. უბრალოდ ზუსტად იგივე პერიოდი აქვს, რაც დესპოტოვიჩს, ასევე ხანგრძლივი დაზიანება ჰქონდა, გამოჯანმრთელდა და ჯერჯერობით არ არის 100%-ით იდეალურ მდგომარეობაში. სწორედ ეს არ აძლევს საშუალებას, რომ ნათელი თამაში ითამაშობს, რისი ჩვენებაც მას შეუძლია“, - განაცხადა ვერეტენიკოვმა.
შეგახსენებთ, ყაზანის „რუბინი“ რუსეთის პრემიერლიგაში 14 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 9 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამზამტარს ტუვერგაიქცა რუსეთიდან გაფუჭდება ეს რუსეთში ცოდვაა
კვარას საქმე ძაან ცუდად მიდის რუბინი სავარაუდოდ ევრო საგზურის გარეშე დარჩება კვარა კიდევ ტოპ გუნდები კი არა ზაფხულში ოღონდ სადმე წავიდეს იქნება ასე თუ გააგრძელებს გაიშიფრა ამას დაემატა ხისტი და ზღვარ გადასული უხეშOბა + ამას სატრანსფერო ჭორები
არ გააფუჭონ ესეც და არ წავიდეს მერე სადმე უზბეკეთში ან ტაჯიკეთში სათამაშოდ.ყველაფერ სხვა პრობლემებთან ერთად(იქნება ტრავმებისადმი მიდრეკილება თუ სიზარმაცე) პატრონიც არ ყავთ ქართველ ფეხბურთელებს რომლებიც ნორმალურად წარმართავენ მათ კარიერას
ამასობაში ჩაკვეტაძე დგება ფორმაში ! გენტმა 2-1 მოუგო სერკლ ბრიუგეს და ორივე გოლში ჩაკვემ მიიღო მონაწილეობა--პირველ გოლში კარგად წაიღო ბურთი და საგოლე შეტევა წასოიწყო და გააგრძელა და მეორე გოლში საგოლე პასიც მიითვალა ! და 77- წუთზე შეცვალეს
ჩაკვე ბევრად ძლიერ კლუბში თამაშობს ამასთან ბელგის ჩემპიონატიც კარგია!! წარმატებები ჩაკვეს, იმედია სანაკრებო თამაშებზე ძველ ჩაკვეს ვიხილავთ, თორემ ახალი ყოჩი(კვარა) ვერაა ფორმაში.
ლოგიკურია ყველაფერი რაც მოხდა, ჯერ ერთი ფსიქოლოგიურად გატეხეს ბიჭი. ამდენი ლაპარაკი ევროპაში გადაბარგებაზე ცუდად იმოქმედა, მერე ამას დაემატა ტრავმა და ამის მერე ვერ შევიდა ფორმაში. მესამე კი რუბინი ძალიან უაზროდ უტევს, კომბინაციები უჭირთ და დაცვაში ვერ გამოიყურებიან კარგად, კვარა ჯერ 20 წლის არის და წინა აქვს ყველაფერი.
ვავა,ვავა, როგორ ჩაიფუშა ქართველი გულშემატკივრების იმედები კვარაცხელიასთან მიმართებაში! აბსოლუტურად არაფერი, ერთ–ერთი ყველაზე სუსტი „რუბინში“, კატასტროფაა , ფაქტიურად ყველა ექსპერტი აღიარებს, რომ შარშანდელ კვარასთან არაფერი აქვს საერთო და მეტიც, სტატისტიკით ერთ–ერთი უსუსტესი ლეგიონერია რპლ–ში, ჯანოზე სწრაფად და „ქართულად“ ჩაიჩუტა მაგის ტალანტიც. მდაა,... ახალი „ქართველი ტალანტი“ და „ქართველების იმედი“ ხომ არავინ გამოჩნდა, ერთი მაგანაც დროზე გაგვიცრუოს იმედები!?