კალათბურთი

18:35 | 26.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას შედეგიანი თამაში VTB ლიგაში

VTB ლიგის მეორე ტურში მოსკოვის ცსკა-მ „ზიელონა გორას“ უმასპინძლა და პრობლემების გარეშე, 105:71 იმარჯვა.

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 17:37 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 14 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 7-დან 6 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა, რითაც მხოლოდ თანაგუნდელ გაბრიელ იფე ლინდბერგს ჩამორჩა.

მოსკოვის ცსკა-ს VTB ლიგაში 2 გამარჯვება აქვს მოპოვებული და მომდევნო ტურში 3 ოქტომბერს, „ნიჟნი ნოვგოროდს“ შეხვდება, ხოლო მანამდე 30 სექტემბერს, ევროლიგის პირველ ტურში სტუმრად „ოლიმპია მილანოს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120956