კალათბურთი

16:30 | 26.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძის და "ბეტისის" წარუმატებელი თამაში ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მესამე ტურში ბექა ბურჯანაძის „ბეტისმა“ „მანრესას" უმასპინძლა და უბრძოლველად, 64:106 წააგო. სევილიელებმა ძალიან ცუდად ითამაშეს და პრაქტიკულად პირველივე პერიოდში ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.

ბექა ბურჯანაძემ 15:39 წუთში 2 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და 1 სამქულიანი ააცილა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი -8 გამოდგა.

„ბეტისს“ სამი ტურის შემდეგ 1 მოგება და 2 წაგება აქვს, რაც ამ დროისთვის მე-15 ადგილზე ყოფნისთვისაა საკმარისი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119268