ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ ტრავმა მიიღო. არგენტინელი ფეხბურთელი გენუის „სამპდორიასთან“ მატჩში დაშავდა და მოედანი 21-ე წუთზე დატოვა.
იტალიური მედიის ცნობით, დიბალას კუნთის პრობლემა აქვს, მას უახლოეს საათებში სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება და ცნობილი გაზდება ტრავმის ხარისხი. თუმცა, 29 სექტემბერს, ლონდონის „ჩელსისთან“ მისი თამაში თითქმის გამორიცხულია. პაულომ მოედანი თავისი ფეხით, მაგრამ თვალცრემლიანმა დატოვა.
აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა ფეხბურთელმა გენუელებთან შეხვედრაში მეათე წუთზე ეფექტური გოლი გაიტანა და ანგარიში გახსნა. მიმდინარე სეზონში დიბალას ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სლოვენიაში გამართულ სეზონის პირველ ამხანაგურ მატჩში ბოსნია-ჰერცეგოვინას სძლია!
საქართველო 78:73 ბოსნია
მესამე მეოთხედის მიწურულს ანგარიშით 64:55 ვამარცხებთ ბოსნიის ეროვნულ გუნდს
პირველი ტაიმის შემდეგ: საქართველო - ბოსნია 36:33
დგევანდელი თამაშის ყურება თუ შეიძლება სადმე??
იმედია ჩვენთანაც მასე მოუვათ