ფეხბურთი

13:50 | 26.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარტინესმა ჯერ რონალდუ გამოიწვია, მერე ფანებთან იცეკვა (+VIDEO)

„მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგაში ბირმინგემის „ასტონ ვილასთან“ საკუთარ მოედანზე (0:1) დამარცხდა, მაგრამ შეეძლო ქულა გადაერჩინა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში პენალტი რომ გაეტანა.

მოედანზე კრიშტიანუ რონალდუც იყო და ბრუნო ფერნანდეშიც და ბურთთან ეს უკანასკნელი მივიდა, მაგრამ კარს ააცილა. აღსანიშნავია, რომ პენალტის შესრულებამდე ბირმინგემელთა მეკარე ემილიანო მარტინესი რონალდუს იწვევდა.

მან კრიშტიანუს რამდენჯერმე გაუმეორა, რომ თერთმეტმეტრიანი მას დაერტყა და არა ბრუნო ფერნანდეშს, მაგრამ მანჩესტერელთა 7-იანს რეაქცია არ ჰქონია. საბოლოოდ, მარტინესს ბრუნოს წინააღმდეგ მოუწია დადგომა და პორტუგალიელმა არაზუსტად დაარტყა.

არგენტინელი მეკარე კი გაცუდებული პენალტის შემდეგ „ოლდ ტრაფორდის“ კარს უკან ტრიბუნებისკენ მიტრიალდა და ფანების თვალწინ ცეკვა დაიწყო. ზოგადად, ემილიანო მარტინესი პენალტების სერიაში გამოირჩევა მსგავსი ამბებით, მან კოპა ამერიკაზე არგენტინა - კოლუმბიის მატჩშიც მოახერხა მეტოქეებისთვის სიმშვიდის დარღვევა.

0.113108