ჩოგბურთი

12:10 | 26.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარიამ ბოლქვაძე ჩიკაგოს ტურნირის კვალიფიკაციის ფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ჩიკაგოს ტურნირის კვალიფიკაციის ფინალშია. მარიამმა ნახევარფინალში ბარბარა გატიცა ორ სეტში, 6:2, 6:1 დაამარცხა და მთავარ ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს.

ბოლქვაძემ მეტოქეს საკმაოდ იოლად, საათსა და 25 წუთში აჯობა, თანაც მხოლოდ 3 გეიმი დათმო და გამარჯვებისთვის დიდი ენერგია არ დაუხარჯავს.

ბოლქვაძე კვალიფიკაციის ფინალში 26 სექტემბერს, რუს ანა კალინსკაიას შეხვდება.

0.124137