იტალიური „ჯენოას“ თავდამსხმელმა მატია დესტრომ სერია A-ს მეექვსე ტურში „ვერონას“ კარში გოლი ისე გაიტანა, რომ ხელში წყლის ბოთლი ეჭირა. იტალიელმა ფეხბურთელმა პასი წყლის დალევისას მიიღო და გადაწყვიტა, რომ ისე ხელიდან არ გაეშვა.
მიუხედავად უჩვეულო მდგომარეობაში ყოფნისა, მატიამ მცველი მოატყუა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და მას ბურთი თავზე გადაუგდო. თამაშის შემდეგ უცნაურ ვითარებაზე კომენტარიც გააკეთა:
„მატჩის ბოლოს ძალიან დაღლილი ვიყავი. წყალს ვსვამდი და არ ვიცოდი სად გადამეგდო, ამიტომ გადავწყვიტე ხელში მქონოდა“, - აღნიშნა მატიამ, რომელმაც „ვერონასთან“ დუბლი შეასრულა, მაგრამ მისმა გუნდმა გამარჯვება მაინც ვერ მოიპოვა (3:3).