„ატლეტიკომ“ მიმდინარე სეზონში პირველად წააგო. მისმა მეტოქე „ალავესმა“ კი პირიქით, პირველი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. ერთი შეხედვით, ქვეყნის ჩემპიონის მარცხი აუტსაიდერთან სენსაციად შეიძლება ჩაითვალოს. მაგრამ თუ წინა მატჩსაც გავიხსენებთ მებოლოვე „ხეტაფესთან,“ რომელშიც დიეგო სიმეონეს შეგირდებს ასევე ძალიან გაუჭირდათ, საკვირველი არაფერი იქნება. „ხეტაფესთან“ დედაქალაქელებს ლუის სუარესის დუბლმა უშველა. ამჯერად კი ურუგვაელმა ვეღარ გაიტანა.
მასპინძელმა ბასკებმა ერთადერთი ბურთი მე-4 წუთზე შეაგდეს. თავი ვიკტორ ლაგუარდიამ გამოიჩინა. პირველ ტაიმში სტუმრებს ხეირიანი არაფერი გამოსვლიათ. მეორეში მოუმატეს თამაშს, ანხელ კორეას გათანაბრებაც შეეძლო, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. „ატლეტიკომ“ „ალავესთან“ 2003 წლის შედეგ პირველად წააგო.;
„ვალენსია“ „ბილბაოსთან“ მეხუთე დამატებულ წუთზე გადაურჩა მარცხს. ამჯერად „ღამურების“ მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა კარში გიორგი მამარდაშვილის ნაცვლად ნიდერლანდელი იასპერ სილესენი დააყენა და ეს მოსალოდნელიც იყო, ჩვენიანმა „სევილიასთან“ წინა შეხვედრა არცთუ დამაჯერებლად ჩაატარა და ამჯერად კარში გუნდის პირველი მეკარე დაბრუნდა. გიორგი თადარიგში გახლდათ.
ბასკებმა ანგარიში 69-ე წუთზე გახსნეს. მასპინძელთათვის სავალალოდ ამას დამთავრებამდე რვა წუთით ადრე მაქსი გომესის გაძევებაც დაემატა და მადლობელენი უნდა იყვნენ, რომ მთლად უქულოდ არ დარჩნენ.
„რეალმა“ ვერაფერი მოუხერხა „ვილიარეალს“ და უგოლოდ დაშორდა. თუმცა 17 ქულით პირველობას მაინც ინარჩუნებს.
ესპანეთი
პრიმერა. მე-7 ტური
25 სექტემბერი
ალავესი - ატლეტიკო 1:0
ვიტორია-გასტეისი. „მენდისოროსა“
ალავესი: პაჩეკო, დუარტე (როდრიგესი 79), ლაგუარდია, მიაზგა, ნავარო, რიოხა (გარსია 87), ლუმი, მოია (პინა 79), აგირეგაბირია, სილა (ხოსელუ 61), დე ლა ფუენტე (პელისტრი 61)
მწვრთნელი: ხავიერ კალიეხა
ატლეტიკო: ობლაკი, ერმოსო (ერერა 61), ფელიპე, ტრიპიერი (კორეა 59), სავიჩი, კონდოგბია (კუნია 59), კარასკო (ლოდი 59), დე პაული, ლორენტე (ვრსალკო 74), გრიზმანი, სუარესი
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
მსაჯი: ანტონიო მატეო ლაოსი
გაფრთხილება: სილა (31), ლუმი (36); სავიჩი (17), ტრიპიერი (53), კონდოგბია (55)
ვალენსია - ბილბაო 1:1
ვალენსია. „მესტალია“
0:1 მარტინესი (69), 1:1 ანდრე (90+5)
ვალენსია: სილესენი, პაულისტა, ფულკიე, ალდერეტე, ლატო (ვასკესი 70), გილიამონი, ვასი (ვალიეხო 84), გედეში, მუსა (ხასონი 83), გომესი, დურო (ანდრე 70)
მწვრთნელი: ხოსე ბორდალასი
ბილბაო: სიმონი, ბალენსიაგა (დე მარკოსი 53), მარტინესი, ლეკე, ვივიანი, რაულ გარსია, დანი გარსია (სერანო 80), ვენსედორი, მუნიანი (ნიკოლას უილიამსი 56), ინიაკი უილიამსი (ვესგა 79), ბერენგერი
მწვრთნელი: მარსელინო
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი
გაფრთხილება: გომესი (45+4), გილიამონი (46), ხასონი (90+2), ვალიეხო (90+8); დანი გარსია (49), ბერენგერი (78)
სევილია - ესპანიოლი 2:0
სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი“
1:0 ენ-ნესირი (13), 2:0 მირი (87)
სევილია: ბუნუ, აკუნია, კარლოსი, კუნდე, ნავასი, რაკიტიჩი (ფერნანდო 56), ხორდანი, დილეინი, ოკამპოსი (რეკიკი 80), სუსო (ლამელა 56), ენ-ნესირი (მირი 70)
მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი
ესპანიოლი: ლოპესი, პედროსა, კაბრერა, გომესი, ვიდალი (ვადილიო 89), ბარე, ლეი (მელამედი 57), დარდერი, მერიდა (დიმატა 46), ემბარბა (ლორენი 78), დე ტომასი
მწვრთნელი: ვისენტე მორენო
მსაჯი: პაბლო გონსალეს ფუერტესი
გაფრთხილება: რაკიტიჩი (56), დილეინი (65),ლამელა (91)
გაძევება: დილეინი (65)
რეალი - ვილიარეალი 0:0
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“
რეალი: კურტუა, ვალვერდე, მილიტაო, ნაჩო, ალაბა, კაზემირო, მოდრიჩი (აზარი 73), ასენსიო (ისკო 81), როდრიგო (კამავინგა 46), ბენზემა, ვინისიუსი
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
ვილიარეალი: რული, ფოიტი (გასპარი 86), ალბიოლი, ტორესი, მორენო, კაპუ, კოკლენი (გომესი 58), პარეხო, პინო (ტრიგეროსი 84), ალკასერი (დია 58), გრუნევალდი (პენია 84)
მწვრთნელი: უნაი ემერი
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო
გაფრთხილება: ვინისიუსი (40); კოკლენი (55), გომესი (70)