აზერბაიჯანის პრემიერლიგის მეხუთე ტურში დავით ვოლკოვმა დუბლი შეასრულა. ქართველი ფორვარდის გოლებით „ზირამ“ სტუმრად „საბაილი“ 2:1 დაამარცხა.
ვოლკოვმა ანგარიში მე-16 წუთზე გახსნა, ხოლო 39-ე წუთზე სხვაობა ორამგდე გაზარდა და გამარჯვებაში ძალიან ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა. 26 წლის თავდამსხმელს 5 თამაშში ამდენივე გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში ლიდერია.
„ზირას“ კი 8 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე იმყოფება.