ძიუდო

20:52 | 25.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის ჩემპიონია

ზაგრების გრან პრიზე ტატო გრიგალაშვილი ჩემპიონი გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა 81 კგ წონით კატეგორიაში შესანიშნავად იასპარეზა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ტატო პირველი წრისგან თავისუფალი იყო, შემდეგ კი მოლდოველი ნიცონ ზაბოროსჩიუ დაამარცხა, რასაც ფრანგ ბაპტისტე პიერთან გამარჯვება მოჰყვა და ნახევარფინალში აღმოჩნდა. იქ გრიგალაშვილმა ნიდერლანდელი ჯიმ ჰეიმანიც დაამარცხა და ფინალში ბრაზილიელ გილერმე შმიდტს შეხვდა, რომელსაც ვაზარით მოუგო და ზაგრების გრან პრის ჩემპიონობა მოიპოვა.

81 კგ წონით კატეგორიაში ასევე ასპარეზობა ზაურ დვალაშვილი, რომელმაც პირველივე შეხვედრა წააგო ესპანელ ხოსე მარია მენდიოლასთან. 73 კგ წონით კატეგორიაში ჯუმბერ მელაძემ პირველ წრეში დიდი ბრიტანელი დანიელ პოუელი დაამარცხა, ხოლო შემდეგ ესპანელ სალვადორ კასეს როკასთან თვითონ მარცხი განიცადა და ასპარეზობას გამოეთიშა.

0.164848