ფეხბურთი

14:42 | 25.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნაგელსმანმა ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა გერმანიის ბუნდესლიგის ახალი რეკორდი დაამყარა.

ის პირველი მწვრთნელი გახდა გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში, რომლის კლუბმა პირველივე სეზონის საწყის 6 ტურში 23 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ ბუნდესლიგის 6 ტურში 16 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს.

0.113269