ფეხბურთი

14:00 | 25.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

კიელინი: "არ მეგონა, ზაფხულის მიმი თუ გავხდებოდი"

ტურინის "იუვენტუსის" კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ განაცხადა, რომ გუნდს დრო სჭირდება, რომ ჩვეული შედეგები აჩვენოს. ჯორჯოს თქმით, გემი პორტში აუცილებლად მივა. მან ასევე გაიხსენა ევრო 2020-ის ფინალში ბუკაიო საკაზე თამაშის წესების დარღვევა, რაც შემდგომ სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარული გახდა.

„იუვე“? როგორც ყველაფერში, ამ შემთხვევაშიც დროა საჭირო, რომ ბალანსი ვიპოვოთ. დღევანდელ სამყაროში არ არის მოთმინება და დრო. უნდა ვეცადოთ დროის ოპტიმიზაციას, მაგრამ ამას მოთმინება სჭირდება. ბალანსი უნდა შევინარჩუნოთ, გემი ქარიშხლიან ზღვაშიც კი. ყველაფერი შეიძლება? დიახ, დრო არის, გემი პორტში მივა, ბევრი მსხვერპლით და შრომით. ეროვნული ნაკრები? არ ველოდი, რომ ზაფხულის მიმი გავხდებოდი (ბუკაიო საკას ეპიზოდზე – რედ).

თამაშის წინა ღამეს 30 წუთს ვუთმობ მეტოქეების მონაცემებსა და ვიდეოებს. მსოფლიოს ჩემპიონატი? შეიძლება იქ ვიყო, ახლა კარგად ვარ, მაგრამ აწმყოზე უნდა ვიფიქროთ“, – თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსს" სერია A-ს ხუთ ტურში ხუთი ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა.

0.115389