ფეხბურთი

10:25 | 25.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

პელეს შვილი: "ბოლო დღეებში მამამ რამდენიმე ნაბიჯი წინ გადადგა"

პელეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისმა შვილმა კელი ნასიმენტომ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც მამასთან ერთად პალატაში გადაღებული ფოტოც დაურთო.

“კარტის თამაში მასწავლა და მიგებს. მამამ ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ნაბიჯი წინ გადადგა“, - დაწერა კელიმ სოციალურ ქსელში.

პელეს რამდენიმე დღის წინ მსხვილი ნაწლავის სიმსივნის მოსაშორებლად ოპერაცია გაუკეთეს და საავადმყოფოდან გაწერეს, მაგრამ რამდენიმე დღეში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ისევ მოხვდა და ამჟამადაც ჰოსპიტალში მკურნალობს.

თეგებიპელე
0.128267