ფეხბურთი

11:01 | 25.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი ერთა ლიგის წინ: "ინგლისელებივით წინასწარ თასის ტატუებს არ გავიკეთებთ"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ კომენტარი ერთა ლიგის ოთხთა ფინალზე გააკეთა, რომელიც ოქტომბერში იტალიაში გაიმართება. ევროპის ჩემპიონობის შემდეგ მანჩინი იმედოვნებს, რომ „სკუადრა აძურა“ ერთა ლიგასაც მოიგებს და იქვე ინგლისელი ფანებიც „დატროლა“, რომელთაც ევრო 2020-ის ფინალის წინ თასის ტატუები დაიხატეს.

„ცოტაოდენი ცრურწმენა ყოველთვის საჭიროა, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ისე მოვიქცეთ, როგორც ინგლისელები, რომლებსაც ფინალამდე თასის ტატუები უკვე გაკეთებული ჰქონდათ. ერთა ლიგა მნიშვნელოვანი ტურნირია და იტალიაში თამაშით მისი მოგების იმედი გვაქვს. შემდეგ კი ნოემბერში მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ბოლო ორი მატჩიც გველოდება და ამის შემდეგ რაღაცის თქმა შესაძლებელი იქნება, მანამდე არა“, - თქვა მანჩინიმ

იტალიის ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში 6 ოქტომბერს, მილანში, ესპანეთს უმასპინძლებს, ხოლო მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ტურინში საფრანგეთი და ბელგია დაუპირისპირდებიან. ამ წყვილებში გამარჯვებულები 10 ოქტომბერს ფინალში ერთა ლიგის მეორე ტურნირის ჩემპიონს გამოავლენენ. ჯერჯერობით მოქმედი ჩემპიონი პორტუგალიის ნაკრებია, რომელმაც ეს ტიტული 2019 წელს მოიგო.

0.104953