სხვა

1:35 | 25.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ბერულავამ და კარინა საფინამ პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვეს (+VIDEO)

ქართულმა წყვილმა ლუკა ბერულავამ და კარინა საფინამ პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვეს. მათ გერმანიის ქალაქ ობერსდორფში შესანიშნავი შედეგი აჩვენეს და საბოლოო ჯამში მესამე პოზიციაზე გავიდნენ.

დღეს შეჯიბრი თავისუფალ პროგრამაში გაიმართა, სადაც ქართველების დუეტმა 111.70 ქულა დააგროვეს. გადამწყვეტი მოკლე პროგრამაში ნაჩვენები შედეგი გამოდგა, სადაც ლუკამ და კარინამ ფაქტობრივად უშეცდომოდ იასპარეზეს და პირველი ადგილიც დაიკავეს. საერთო შედეგით კი 178.16 ქულით გამოსვლა მესამე პოზიციით დაასრულეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ობერსდორფის ტურნირიდან პეკინი 2022-ის ლიცენზიას მხოლოდ სამი საუკეთესო იღებდა ქართველებმა ეს შეძლეს. პირველ ადგილზე გერმანულმა წყვილი გავიდა, ხოლო მეორეზე ესპანელები განთავსდნენ.

დღეს ასევე ლიცენზიებისათვის ასპარეზობას მოცეკვავე წყვილებიც შეუერთდნენ. 4 ლიცენზიის მოსაპოვებლად რითმულ ცეკვებში თავი 17 ქვეყნის 20 წყვილმა წარმოადგინა.

ქართველი მოციგურავეები მარია კაზაკოვა და გიორგი რევია ასპარეზობის პირველ სეგემენტში 66.95 ქულით ჯერჯერობით მე-5 ადგილზე არიან. ისინი სალიცენზიო პოზიციას ინარჩუნებენ და თავისუფალ პროგრამაში წარმატებული გამოსვლის შმთხვევაში, ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებას შეძლებენ. ქართველი სპორტსმენები თავისუფალი პროგრამით 25 სექტემბერს გამოვლენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118815