ფეხბურთი

19:43 | 24.09.2021 | ნანახია NaN - ჯერ

დე ხეა: „ჩვენ უკვე კარგი შემადგენლობა გვყავს“

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარემ დავიდ დე ხეამ განაცხადა, რომ „წითელ ეშმაკები“ კრიშტიანუ რონალდუს და რაფაელ ვარანის დამატებით გაძლიერდნენ და გუნდს დიდი ტიტულებისთვის (პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა) ბრძოლა შეუძლია.

„ზაფხულში კარგი ფეხბურთელები დავიმატეთ და ახლა უკვე კარგი შემადგენლობა გვყავს. ჩვენ პრემიერლიგის ლიდერები ვართ, ვიბრძვით ყველა მატჩისთვის, რაც რთულია, რადგან ინგლისის ჩემპიონატი მსოფლიოში საუკეთესოა. თითოეული თამაში რთულია, გვინდა დიდი ტიტულებისთვის ვიბრძოლოთ და ვფიქრობ რომ ამისთვის გვყავს კარგი შემადგენლობა, კარგი ფეხბურთელები, შესანიშნავი გულშემატკივრობა და კლუბი სწორ გზას ადგას. ვფიქრობ, რომ ყველა გუნდი იბრძვის პრემიერლიგაში და ვნახოთ რა მოხდება, ჩვენ ფოკუსირებულები უნდა ვიყოთ შემდეგ მატჩებზე და სწორად მოვემზადოთ, რათა ყველაფერი დავდოთ ვარჯიშებსა და მოედანზე.“ - განუცხადა Sky Sports-ს დე ხეამ.

დე ხეამ ასევე აღნიშნა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ გუნდზე უკვე მოახდინა დიდი გავლენა. რონალდუ, წლების შემდეგ მანჩესტერულ გრანდში დაბრუნდა და სამ შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა.

„ვფიქრობ, რომ მან უკვე მოახდინა გავლენა გუნდზე და მისი დაბრუნება შესანიშნავია. ის უკვე კლუბის ლეგენდაა. ასე, რომ ფეხბურთელებისთვის და ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის იგი დიდებულია, როდესაც უყურებ მის დამოკიდებულებას ვარჯიშებზე. ახლა დიდი გუნდი გვყავს, დიდი გამოცდილი ფეხბურთელებით როგორებიც არიან რონალდუ, რაფაელ ვარანი, მე და ხუან მატა. ახლა ჩვენ უფრო გამოცდილები ვართ და შეიძლება დიდებული სეზონი გვქონდეს.“


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:29 | 06.11.2014
a.reversi (9540)

საღოოოლ ბუბას.... ამის დაწერა მომინდა ოღონდ აზრი არ აქვს

16:42 | 06.11.2014
Haifish (58)

რა ცენზურა გაქვთ ეგეთი ვეღარ შემიგინებია((((

16:39 | 06.11.2014
Haifish (58)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

16:39 | 06.11.2014
Haifish (58)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

16:04 | 06.11.2014
torpedo (950)

საუთჰემპტონმა ფეხბურთელები გაყიდა წინა წელს და მაინც რა მაგარი გუნდია

16:02 | 06.11.2014
torpedo (950)

დაუშვილიც წაიყვანეთ რააააა !

15:49 | 06.11.2014
kabal29 (58)

სათაური გლიჯავს

16:56 | 06.11.2014
BEERTRANCE (97819)

არ თქვა DDDDD

0.062262