ფეხბურთი

17:21 | 24.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერხი რობერტო: "ეს "ბარსელონაა" და ოთხეულში მოხვედრა საკმარისი არაა"

„ბარსელონას“ ფეხბურთელ სერხი რობერტოს „კადისთან“ ფრის (0:0) შემდეგ ჰკითხეს არის თუ არა გუნდის მიზანი ოთხეულში მოხვედრა. ესპანელმა მცველმა თქვა, რომ ეს საკმარისი არაა და „ბარსას“ მიზანი ესპანეთის ჩემპიონობაა.

„აქ საჭიროა ლა ლიგის მოგება და ჩემთვის ოთხეულში მოხვედრა საკმარისი არაა. ჩვენ „ბარსელონა“ და ვართ და ალიბი არ არსებობს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და გვყავს გუნდი, რომელსაც ლა ლიგის მოგება შეუძლია“, - თქვა სერხი რობერტომ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ 5 თამაშში 9 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა.

0.109399