ფეხბურთი

15:31 | 24.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯანლუიჯი დონარუმას პსჟ-ს დატოვება უნდა

„პარი სენ ჟერმენის“ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა კლუბში თავისი ყოფით უკმაყოფილოა და ზაფხულში გუნდის დატოვებას ეცდება. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

დონარუმა კეილორ ნავასთან კონკურენციას ელოდა, მაგრამ ვერ წარმოიდგენდა იმას, რაც ხდება - მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა მიმდინარე სეზონში. როგორც იტალიელი ჟურნალისტები წერენ, პსჟ-ს სამხრეთამერიკელ ფეხბურთელებს, მათ შორის, ლიონელ მესის კეილორ ნავასი ურჩევნიათ და ეს მაურისიო პოჩეტინოს გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს.

გარდა ამისა, იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი დონარუმას ურჩევს, რომ კლუბი შეიცვალოს, რადგან „სკუადრა აძურას“ მთავარი კიპერი სათამაშო პრაქტიკის გარეშეა დარჩენილი. მინო რაიოლა ზაფხულში ეცდება, რომ ჯიჯო „იუვენტუსში“ გადაიყვანოს, სადაც ტრანსფერზე საუბარი წინა ზაფხულსაც იყო, მაგრამ გარიგება ბოლო მომენტში არ შედგა.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის საუკეთესო ფეხბურთელი პსჟ-ს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა. აღსანიშნავია, რომ ნავასის კონტრაქტი ძალაში 2024 წლამდეა, ამიტომაც, დონარუმასთვის ეს დამატებითი მიზეზია, რომ კლუბის დატოვებაზე იფიქროს.

0.161976