თამაშგარე

12:59 | 24.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ ტკბილეულის წინააღმდეგ!

გემრიელი ტკბილეულის მირთმევა ცნობილ სპორტსმენებსაც უყვართ, მაგრამ არიან გამონაკლისებიც. მაგალითად, კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც სპორტულ მკაცრ კვებით რეჟიმს კარიერის დასასრულსაც განუხრელად იცავს და ეს ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის გასაკვირი და ხშირ შემთხვევაში მისაბაძია.

“მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე ლი გრანტმა ჟურნალისტებს უამბო ერთი შეხედვით სახალისო, თუმცა მეტად საგულისხმო ამბავი, კრიშტიანუ რონალდუზე. გრანტის თქმით, როდესაც რონალდუ მანჩესტერში დაბრუნდა, პირველივე ვარჯიშის შემდეგ, სადილზე დესერტად გემრიელი ტორტი ჰქონდათ, თუმცა რაკი პორტუგალიელმა ტკბილეულს პირი არ დააკარა, მისი ახალი თანაგუნდელებიც იძულებულები გახდნენ, რომ მხოლოდ ჯანსაღი საკვებით დამაყოფილებულიყვნენ.

ასეთი სპორტული პურიტანობის გამო ზურგსუკან კრიშტიანუს შეიძლება ბევრმა შეაგინა კიდეც, მაგრამ რონალდუს დიდ ავტორიტერთან მაინც ვერაფერი გააწყვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11333