მომავალ სეზონში, ფორმულა 1-ის ერთ ეტაპს მაიამი (შტატი ფლორიდა) უმასპინძლებს. რბოლა სტადიონ „ჰარდ როკის“ გარშემო აგებულ ტრასაზე გაიმართება. მის თარიღად უკვე შერჩეულია 8 მაისი.
„ამ ღონსძიებამ ჩვენში უზარმაზარი ენთუზიაზმი აღძრა და მოლოდინით განგვაწყო. და ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ რბოლის თარიღი უკვე დაინიშნა, რაც ხალხს მასზე დასწრების დაგეგმვის საშუალებას მისცემს“, - ამბობს მაიამის დიდი პრიზის მმართველი პარტნიორი ტომ გარფინკელი.
მაიამი გახდბა მე-11 ადგილი შეერთებულ შტატებში, სადაც ფ1-ის რბოლა გაიმართება. ფლორიდაში ბოლოს ფ1-ის რბოლა 1959 წელს ჩატარდა. მაშინ მასპინძელი სებრინგის ტრეკი იყო. ის რბოლა სეზონის ბოლოს ჩატარდა და ახალზელანდიელმა ბრიუს მაკლარენმა მოიგო.
რაც შეეხება „ჰარდ როკ სტედიუმს“, ის ამერიკული ეროვნული საფეხბურთო ლიგის პოპულარულ გუნდ „მიამი დოლფინზის“ მფლობელს, მილიარდერ სტივენ როსს ეკუთვნის. ის თავად დააფინანსებს ტრეკის მშენებლობას და საორგანიზაციო ხარჯებსაც სრულად დაფარავს.
ფორმულა 1-ის 2022 წლის კალენდარი ნოემბერში გამოქვეყნდება. თუმცა რამდნმე ეტაპისთვის თარიღები უკვე დადგენილია. მათ შორისაა სილვერსტოუნი, სადაც ბრიტანეთის დიდი პრიზი 3 ივლისს გაიმართება.