ჩოგბურთი

2:54 | 24.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოსაკა ინდიან ველსზე არ ითამაშებს

დიდი სლემის ოთხი ტიტრულის მფლობელმა ნაომი ოსაკამ დაადასტურა, რომ არ ითამაშებს პოპულარულ ტურნირ ინდიან ველსზე, რომელიც ჩვეულებრივ, გაზაფხულზე ტარდება ხოლმე, მაგრამ პანდემიის გამო, შემოდგომისთვის გადაიტანეს.

ოსაკამ აშშ-ის ღია პირველობაზე განაცხადა, რომ გარკვეული პაუზა სჭირდება, რათა ყურადღება საკუთარ ფსიქიკას მიხედოს. ფლეშინგ მედოუსს ის მესამე წრეში გამოეთიშა.

ოსაკამ საფრანგეთის ღია პირველობის დასაწყისშივე განაცხადა, რომ არ აპირებს სავალდებულო პრეს კონფერენციებზე დასწრებას. ამას მოჰყვა უთანხმოება ტურნირის ორგანიზატორებთან და შედეგად, ოსაკამ როლან გაროსი მიატოვა. ოსაკა ირწმუნება, რომ ჟურნალისტებთან ურთიერთობა მასზე უარყოფითად მოქმედებს.

„იმედი გვაქვს, რომ 2022 წელს გიხილავთ, ნაომი“, - ტვიტერზე ასეთი მიმართა ტურნირის ორგანიზატორმა 23 წლის იაპონელ ჩოგბურთელს, ვისაც WTA-ს ტურზე პირველი ტიტული სწორედ ინდიან ველსზე (2018 წელს) აქვს მოპოვებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113721