ფეხბურთი

0:53 | 24.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძემ "გენტის" ძირითად შემადგენლობაში 1-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა

1 წლისა და 8 დღის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძემ „გენტის“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. ბელგიის იუპილერ ლიგაში ქართველი ფეხბურთელი სასტარტოში ბრიუსელის „ანდერლეხტთან“ საგარეო შეხვედრაში მოხვდა.

ჩაკვეტაძე მანამდე ძირითადში გასული წლის 15 სექტემბერს, ვენის "რაპიდთან“ მატჩში იყო, როდესაც სერიოზული დაზიანება მიიღო. გიორგიმ 66-ე წუთამდე ითამაშა და Whoscored-მა მისი გარჯა 6.4 ქულით შეაფასა, რაც თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი მოწინავე შეფასება გახლდათ.

22 წლის ქართველ ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 7 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 საგოლე პასი მიითვალა.

მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. „გენტი“ ალესიო კასტრო-მონტესის გოლით 39-ე წუთზე დაწინაურდა, მაგრამ 59-ე წუთზე ბრიუსელელებმა ლიორ რაფაელოვის გოლით წონასწორობა აღადგინეს. „გენტისთვის“ სეზონი რთულად დაიწყო, 8 ტურში მხოლოდ 8 ქულა აქვს მოპოვებული და მე-14 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 26 სექტემბერს, „სერკლ ბრიუგეს“ უმასპინძლებს.

0.155053