ბერგამოს „ატალანტას“ ნახევარმცველი მარტენ დე რუნი კურიოზულ ვითარებაში აღმოჩნდა. ფეხბურთელი კლუბის ოფიციალურ მაღაზიაში მივიდა და ქომაგებს თავის მაისურს საჩუქრად დაპირდა.
„პირველ სამ გულშემატკივარს, რომლებიც ჩემი მაისურის შესაძენად მოვლენ, მაისურზე ხელს მოვუწერ და თანხასაც მე გადავიხდი. იმედი მაქვს, რომ მალე მოხვალთ“, - თქვა დე რუნმა ვიდეოში.
თუმცა, დღემ ისე ჩაიარა, რომ მაღაზიაში ნიდერლანდელი ნახევარმცველის მაისურის შესაძენად არავინ მისულა. სახალისო ვიდეო დე რუინმა სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა და ასე დაასათაურა: „ფსონს ვდებ, რომ მესის ამ ტიპის პრობლემა არასდროს შეექმნება“.