ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ ჩინური „გუანჯოუ ევერგრანდის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ჰოლდინგ China Evergrande Group-ს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, რის გამოც კლუბის დაფინანსებს ვეღარ აგრძელებს. ამრიგად, „გუანჯოუსაც“, რომელიც ჩინეთში ერთ-ერთი წარმატებული კლუბია, ფინანსური პრობლემები შეექმნა.
კლუბი 48 წლის სპეციალისტთან შეთანხმდა, რომ მისთვის კონტრაქტი გაეწყვიტა. მიუხედავად პრობლემებისა, „გუანჯოუ“ არ გეგმავს ჩინეთის ჩემპიონატიდან გასვლას და მიმდინარე სეზონს დაასრულებს.
შეგახსენებთ, ფაბიო კანავარო ჩინეთში 2016 წლიდან მუშაობდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის კლუბსა და ჩინეთის ნაკრებში პარალელურადაც მუშაობდა, მაგრამ შემდეგ ჩინეთის ნაკრები დატოვა და მხოლოდ საკლუბო ფეხბურთში გააგრძელა მუშაობა.