„სევილიასთან“ მატჩის შემდეგ გიორგი მამარდაშვილის შესახებ ესპანური პრესა წერს და მის თამაშს განიხილავს. როგორც Marca და As-ი იტყობინებიან, ახლა მოვიდა დრო, რომ ხოსე ბორდალასმა ძირითადში იასპერ სილესენი დააბრუნოს, რომელსაც ივლისის შემდეგ არ უთამაშია.
„მამარდაშვილის შეცდომების კარს უღებს სილესენს. ახალგაზრდა ქართველის სერიოზული წარუმატებლობები მადრიდის „რეალისა“ და „სევილიას“ წინააღმდეგ ნიდერლანდელის დაბრუნებას ხელს უწყობს. ეს იყო სეზონის დასაწყისის ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია. ქართველმა მამარდაშვილმა, რომელიც მეორე გუნდისთვის გაიფორმეს, მრავალი ბარიერი დაძლია, რის გამოც სილესენი, ხაუმე და რივერო სათადარიგო სკამზე დარჩნენ და ის ბორდალასის მეკარე გახდა. ბრწყინავდა პირველ სამ თამაშში, მაგრამ მეოთხეში, პამპლონაში დაუშვა შეცდომა, რომელიც VAR-მა გამოასწორა. ალდერეტესთან კომუნიკაციის ნაკლებობა, რის შედეგადაც გოლი გავიდა. ვიდეორეფერიმ ხელახლა შეაფასა თამაში და თავდამსხმელი დაადანაშაულა. მამარდაშვილის ეჭვები გაიქარწყლა. შემდეგ იყო მისი შეცდომა მადრიდის „რეალთან“. კარიდან ცუდი გამოსვლა დასრულდა ბენზემას გოლით, რამაც „მესტალიაზე“ „ბლანკოსის“ ქამ-ბექი განაპირობა. ამის მიუხედავად ბორდალასმა ის ძირითადში დატოვა, რათა „სევილიასთან“ ეთამაშა და მოვიდა დასავიწყებელი საღამო.
სამივე გოლში მეტის გაკეთება შეეძლო, მაგრამ მეორე და მესამე გოლებში შეცდომა გროტესკული და ბავშვური იყო. მაღალი ბურთი თავზე გადაევლო, მერე კი კარი ნახევრად დატოვა და რაფა მირს მისცა გატანის შესაძლებლობა. ასეთი სიტუაციის წინაშეა და სილესენიც უკვე გამოჯანმრთელდა ფიზიკური პრობლემებისგან, რის გამოც სეზონის დასაწყისი გაუცდა. დადგა დრო ძირითადი მეკარის შეცვლისთვის. ახლა სილესენის ჯერია, რომ ხელთათმანები მოირგოს“, - წერს Marca.
„მამარდაშვილის შეცდომებმა სევილიაში განაახლა დებატები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა იყოს ბილბაოსთან "ვალენსიას" კარში. „სევილიასთან“ თამაში სხვა საკითხებთან ერთად ტოვებს დებატს „ვალენსიას“ მეკარესთან დაკავშირებით. გააგრძელებს თამაშს მამარდაშვილი თუ სილესენი დაბრუნდება? ეჭვები, რომელიც არსებობდა პირველ ტურებში, ქართველის კარგი მუშაობით გაქრა, თუმცა შეცდომები ახალგაზრდა მეკარემ დაუშვა "ვალენსიას" მიერ გაშვებულ ბოლო ოთხ გოლში და ხელახლა ხსნის დებატებს "ბილბაოსთან" მატჩის წინ.
„დროა ვიფიქროთ „ატლეტიკთან“ თამაშზე. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩის შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ. უნდა გავაანალიზოთ და გავაუმჯობესოთ სათამაშო ასპექტები. ფეხბურთელებმა პირველ რიგში იციან, რომ არსებობს შეცდომები, რომელთა დაშვება არ შეიძლება“, - თქვა ბორდალასმა „სევილიასთან“ მატჩის შემდეგ და მისი ბოლო წინადადება ღიად მიანიშნებს შეცდომებზე, მათ შორის, მეკარის შეცდომებზე.
კამერებმა თამაშის დროს დააფიქსირეს რამდენიმე საუბარი ბორდალასსა და მეკარეების მწვრთნელ ხოსე მანუელ ოჩოტორენას შორის. ბორდალასს 72 საათი აქვს გადაწყვეტილების მისაღებად მოვიდა თუ არა დრო მეკარის შეცვლის. ალიკანტელი სპეციალისტი ზაფხულში სილესენის გუნდში დარჩენის მომხრე იყო, მაგრამ შემდეგ არ ჰქონია საბაბი, რომ მამარდაშვილი შეეცვალა და ეს თვითონ ნიდერლანდელსაც აცნობა „ოსასუნასთან“ მატჩის შემდეგ, რომელშიც მან ფსონი კვლავ ქართველზე დადო. ბორდალასს სურდა დაეფასებინა ქართველის კარგი შრომა, რომელიც საწყის სამ ტურში აჩვენა და სხვებსაც აჩვენა, რომ ვინც შესაძლებლობას გამოიყენებს, ითამაშებს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ის უკმაყოფილო იყო ნიდერლანდელის ყოველდღიური მუშაობით.
ახლა, მამარდაშვილის დაშვებულმა შეცდომებმა სილესენის ძირითადში დაბრუნების შანსი გაზარდა, სეზონში პირველად. ნიდერლანდელი ტრავმირებული გახლდათ და ქართველი „ხეტაფესთან“ გამარჯვებაში მთავარი გმირი იყო. სილესენმა კი ბოლოს პრესეზონის პირველ მატჩში ითამაშა „ვილიარეალთან“, უკანასკნელი ოფიციალური თამაში კი 22 მაისს ჩაატარა. შემდეგ კორონავირუსი შეეყარა და დე ბურმა ევრო 2020-ზეც ამის გამო არ წაიყვანა“, - წერს As-ი.
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ექვს ტურში 7 გოლი გაუშვა, ორჯერ კარი მშრალად შეინახა და პირველ ტურში ტურის საუკეთესო მეკარედ დასახელდა. „ვალენსია“ უახლოეს მატჩს 25 სექტემბერს, „ბილბაოს“ წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გამართავს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რა ფრაზა იპოვნეთ ასეთი ბლოკიტების საბაბი რომ მოგცათ ? გაოცებული ვარ? ფეხბურთი კიდევ 3-4 წელი არ გვექნება მეთქი რომ დავწერე?
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
ჩაკვე ძირითადშია, გენტი-ანდერლეხტის ჯახი იწყება.
ამდენი გამოგლოვება აღარ არის საჭირო, მამარდამ თავისი საქმე იცის და ბევრჯერ გაგვახარებს კიდე.
გენტის თამაშს სად უყურებ? ლინკი თუ გაქ ჩამიგდე რა ვუყურებ. მადლობა წინასწარ
Livetv.ru. იქ გამოჩნდება მთავარ გვერდზე ლინკი...
კორბენა, არ გამოჩენილა დიდი ხანია ხომ მშვიდობაა ?!
მამარდას ყველაფერი წინ აქვს, მთავარია შეცდომებზე ისწავლოს!!!
არა რაა არაა ჩვენი საშველი ყოველთვის დამნაშავე სხვაა. შეცდომა დაუშვებს შეეშლება ბავშვია და რამე არ უთხრა დაითრგუნება, 20 წლის კაცია შენიშვნა არ მისცე ითრგუნება. არ ათამაშებეს ქართველი რომაა მაგიტომ გვჩაგვრავენ ეგ დედა აფეთქებულები, ათაამშებენ და ბალღი შეუგდო საჯიჯგნადო. დავიწყებ იმით, რომ 20 წლის ბავშვი აღარაა და ფსიქოლოგიურად თუ არაა მზად სათამაშოდ იდგეს ლოკომოტივის ქაირათის ან ასეთი გუნდის კარებში. ჩელსის მეკარე მენდი ავიღოთ კეპა რომელშიც 70 მილიონზე მეტი იყო გადახდილი ერთი შანსი მიიღო და სკამზე დასვა. კასილიასი 18 წლის ბიჭი პირდაპირ ლიგის ფინალში ტრავმირებული მეკარის მაგიერ ჩადგა ისე რომ გახურებაც ვერ მოასწრო და ლიგა მოიგო და რამდენი წელი იდგა შეუცველად. მეკარეობას ვერ ისწავლის 20 წლის ასაკში თამაშს უნდა კითხულობდეს როდის უნდა გამოვიდეს როდის არა + ამას ბურთს ცხვირწინ იგერიებს ეს უკვე ისე აქ გასისხლხორცებული ვეღარ გადაეჩვევა. ვალენსიაში არსებულმა ქაოსმა და სილესენის ტრავმამ შანსი მისცა მაგრამ ადგა და ფუთიანი ვედროთი შიგ მოისაქმა. ჩვენ კიდე ცოტა დაბალზე ფრენა თუ არ ვისწავლეთ ყოველთვის ასე ჩალა ამოვლებული ვიქნებიტ
სამწუხაროდ მწვრთნელს, რომც უნდოდეს სხვა გამოსავალი არ აქვს, თავს ვერ შესწირავს ჩვენს მეკარეს, კიდევ შეცდომა და მწვრთნელს გამოაპანღურებენ. წარმატებები მამარდაშვილს, კარგი ახალგაზრდაა, ცოტა გამოცდილება და...ყველაფერი კარგად იქნება. თავდამსხმელებს მთელი თამაშის განმავლობაში სისულელეები აკეთონ, ერთი თუ მოარტყეს მიზანში გმირად აღავლენენ ხოლმე, თუნდაც მანამდე 2 ან სამი ნაღდი მომენტი ვერ გამოიყენოს, მეკარე კი პირიქით, ერთი შეცდომა და შეიძლება მთელი კარიერა დაემსხვრეს. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება, წარმატებები ....ზაზა