ფეხბურთი

11:52 | 23.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუის სუარესს კარიერის განმავლობაში მატჩების ყველა წუთზე გაუტანია

ესპანური პრიმერას მე-6 ტურში, მადრიდის „ატლეტიკომ“ სტუმრად „ხეტაფე“ დაამარცხა (1:2). სტუმართა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, დუბლი შეასრულა. მან თავი 78-ე და 90+1-ე წუთებზე გამოიჩინა, რითაც კიდევ ერთი სტატისტიკური მიღწევა დააფიქსირა.

El Pais-ის ცნობით, ახლა ურუგვაელს კარიერის განმავლობაში მატჩების ყველა წუთზე გაუტანია. აქამდე მხოლოდ 78-ე წუთი გახლდათ ისეთი, რომელზეც მას მეტოქეთა კარი არ დაელაშქრა.

მის გარდა ასეთი მიღწევა დღეს მოთამაშე ფეხბურთელებიდან კრიშტიანუ რონალდუსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს აქვთ.

ჯამში სუარესს კარიერის განმავლობაში ყველა ტურნირში 661 მატჩი გაუმართავს, 427 ბურთი გაუტანია და 238 საგოლე პასი შეუსრულებია.

0.115323