ფეხბურთი

10:49 | 23.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემას მე-200 გოლი ესპანეთის ჩემპიონატში

ესპანური პრიმერას მე-6 ტურში მადრიდის „რეალმა“ შინ „მალიორკა“ 6:1 გაანადგურა და გათამაშების ცხრილს ლიდერობს.

მასპინძელთა შემტევმა, კარიმ ბენზემამ, დუბლი გაიფორმა და ორი საგოლე პასი შეასრულა. ამისდაკვალად, ფრანგს ესპანეთის ჩემპიონატში 200 გატანილი გოლი მოუგროვდა და დიად სამეულს შეუერთდა. 200 და მეტი ბურთი „სამეფო კლუბის“ მაისურთ მანამდე მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს (312), რაულსა (228) და ალფედო დი სტეფანოს (2016) გაეტანათ.

მატჩის შემდეგ „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, ბენზემას სამახსოვრო მაისურა გადასცა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111095