„ჰონდა“ აღიარებს, რომ უკვე რამდენიმე რბოლაა, რაც მაქს ფერსტაპენი განხლებული აგრეგატით ასპარეზობს. მასში ახალია ჰიბრიდული სისტემის ელემენტების ბლოკი, რომელიც გაუმჯობესებული პარამეტრებით გამოირჩევა. ფერსტაპენის მანქანაზე ის პირველად ბელგიის დიდი პრიზის რბოლისას გამოიყენეს.
რეგლამენტის შესაბამისად, გუნდებს სეზონის განმავლობაში, ძალური დანადგარის კომპონენტების შეცვლის უფლება არ აქვთ. „ჰონდამ“ სეზონის დასაწყისში ახალი დანადგარი გამოიყენა, მაგრამ მასზე ელემენტების ბლოკი წინა სეზონიდან იყო. ამიტომ, იაპონურმა კომპანიამ, მისი შეცვლის უფლება შეუნარჩუნა. და მან ეს უფლება სწორედ ბელგიაში გამოიყენა.
„ჩვენ ამ ელემენტებზე უკვე რამდენიმე წელი ვმუშაობთ. ახალ ვერსიაზე, მისი ეფექტურობა გავაუმჯობესეთ და წონა შევამცირეთ. ეს ფორმულა 1-ში ჩვენი ბოლო სეზონია, მაგრამ ამის მიუხედავად, მუშაობა არ შეგვიჩერებია და სეზონის მეორე ნახევრის დასაწყისში, ახალი, უფრო მძლავრი და მსუბუქი ელემენტების ბლოკი შევქმენით“, - ამბობს „ჰონდას“ მთავარი ინჟინერი იასუაკი ასაკი და დასძენს:
„პირვანდელი გეგმით, ამ ახალ ბლოკს მომავალი სეზონისთვის ვამზადებდით. მაგრამ ძალიან მოვინდომეთ და ის უფრო ადრე შევქმენით, რადგან ჩვენი მიზანი, მერსედესის უკან ჩამოტოვება და ფორმულა 1-დან ჩემპიონის სტატუსით წასვლაა“.
ჰოლანდიის დიდი პრიზიდან მოყოლებული, „რედ ბული“ ელემენტების ახალ ბლოკს სერხიო პერესის მანქანაზეც იყენებს. მონცაზე კი ის „ალფატაურის“ პიერ გასლის მანქანაზეც დააყენეს.