„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა „სევილიასთან“ (1:3) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელმა მწვრთნელმა თქვა, რომ ბავშვური შეცდომები დაუშვეს, ხოლო მესამე გოლი მათ კარში, სულაც სასაცილო იყო.
“მნიშვნელოვანი შეცდომები დავუშვით და მარცხი გამოწვეულია გაუგებარი და ბავშვური შეცდომებით, რომლის მსგავსს პროფესიონალურ ფეხბურთში ვერ ვნახავთ. თამაში 20 წუთში დასრულდა, „სევილიას“ წინააღმდეგი ამდენი შეცდომა არ შეიძლება. სერიოზული შეცდომები დავუშვით და ისეთი გოლები გავუშვით, რომელთა გაშვება არ შეიძლება, მესამე გოლი საერთოდ სასაცილო იყო. უნდა გავაუმჯობესოთ თამაში. „სევილიას“ არაფერს ვუკარგავ, მაგრამ მათ გოლები ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე გაიტანეს, რადგან ამაში ჩვენ დავეხმარეთ. თუმცა, 100%-ით თუ დავიხარჯებით, სატურნირო ცხრილში შეგვიძლია იმ პოზიციის დაკავება, რასაც „ვალენსია“ იმსახურებს.
მეკარეების კონკრენცია? ახლა, დროა, რომ „ბილბაოსთან“ მატჩზე ვიფიქროთ და განვიტვირთოთ. ხვალინან ვეცდებით ყველაფერი გავანაალიზოთ და გუნდმა ენერგია აღიდგინოს. მათ იციან, რომ ასე თამაში არ შეიძლება“, - თქვა ბორდალასმა.
შეგახსენებთ, „ვალენსია“ 10 ქულით მეოთხე ადგილზეა და მეშვიდე ტურში 25 სექტემბერს, „ბილბაოს“ საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სამივე გოლი და ბენზემას გოლიც მინდა დავამატო, იყო სუსტი დაცვის შედეგი, მაგრამ გინდა არ გინდა მამარდაშვილის არადამაჯერებელ მოქმედებებად წარმოჩინდა ....ბენზემამ ორ მცევლს აჯობა, წუხელ პირველ გოლზე 10 მეტრიდან თავისუფლად დაურტყეს, მეორე გოლისას მცველი თითქოს თავით თამაშობდა და გაატარა, გატარებულიც სევილიელს მისდიოდა და მამარდაშვილს დროც არ დარჩა გადაწყვეტილების მისაღებად.
აი მესამე გოლი ყველაზე მეტადაა მისი ბრალი მაგრამ მცველიც რომ აგებდა?!
პირველი და მესამე გოლები სიტუაციურად ჰგავდა ერთმანეთს.
ოღონდ პირველ გოლზე პაპუს მცველი ვერ უშლიდა ხელს და ამ დროს მამარდაშვილს უნდა ემოქმედა, უნდა დაძრულიყო კარიდან.
მირის შემთხვევაში კი პირიქით. მცველი ასე თუ ისე უქმნიდა დისკომფორტს, თან ბურთი არ მიგორავდა, ზემოთ იყო და საუკეთესო ვარიანტი სწორედ მეკარისთვის თავზე გადაგდება გახლდათ. მამარდაშვილის წინ გამოსვლამ კი სწორედ ეს ვარიანტი გახადა ყველაზე მარტივად შესასრულებელი.