ფეხბურთი

23:19 | 22.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლობჟანიძე მოედანს უშედეგოდ არ ტოვებს: მორიგი საგოლე პასი თურქეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

საბა ლობჟანიძე თურქეთის სუპერლიგაში მოედანს შედეგიანი მოქმედების გარეშე არ ტოვებს. „ჰატაისპორის“ ქართველმა ფეხბურთელმა მეექვსე ტურში „გიოზტეპესთან“ საგარეო მატჩში საგოლე პასი მიითვალა.

ლობჟანიძემ 85-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო 78-ე წუთზე მამე დიუფს დაეხმარა გატანაში, რომელმაც დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0 „ჰატაისპორის“ სასარგებლოდ.

ლობჟანიძე უბრალოდ შესანიშნავ ფორმაშია. მან საწყის სამ ტურში სამი გოლი გაიტანა (თითოეულ მატჩში თითო გოლი), მერე ერთი შეხვედრა ტრავმის გამო გაუცდა, წინა ტურში საგოლე პასით დაბრუნდა და ახლაც შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ამრიგად, საბას მიმდინარე სეზონში 5 თამაშში 3 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს თავის ანგარიშზე.

„ჰატაისპორისთვის“ იდეალურად დაიწყო სეზონი. თურქეთის სუპერლიგის დებიუტანტს 6 ტურში 13 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა და ლიდერ „ბეშიქთაშს“ ერთადერთი ქულით ჩამორჩება, ხოლო მომდევნო ტურში 26 სექტემბერს, „ფენერბახჩეს“ უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ ანტაკიელებს საწყის ორ ტურში მხოლოდ ქულა ჰქონდათ, მაგრამ ბოლო 4 შეხვედრა ზედიზედ მოიგეს.

0.113173