ვეტერანი კოლუმბიელი თავდამსხმელის, რადამელ ფალკაოს კარიერა „რაიო ვალეკანოში“ შესანიშნავად დაიწყო - 2 თამაში და 2 გოლი.
35 წლის კოლუმბიელი „ბილბაოსთან“ მატჩში მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა და 96-ე წუთზე თავური დარტყმით ბასკების კარში გამარჯვების გოლი გაიტანა (2:1).
რადამელი წინა ტურში „ხეტაფესთან“ თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო და 10 წუთში გოლის გატანა მოახერხა. ფალკაო „რაიო ვალეკანოს“ მიმდინარე თვეში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.