ფეხბურთი

23:30 | 21.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ინიესტა: "ჩავი "ბარსელონას" მწვრთნელობისთვის მზად არის"

„ვისელ კობეს“ ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი ანდრეს ინიესტა დარწმუნებულია, რომ ჩავი „ბარსელონას“ მწვრთნელობისთვის მზადაა. ამის შესახებ მან Goal.com-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„ვფიქრობ, რომ დიახ. თუ მკითხავთ წარმოვიდგენ თუ არა, ჩავის „ბარსელონას“ მწვრთნელი, გეტყვით - კი. ის ემზადებოდა და სწავლობდა „ბარსელონას“ მწვრთნელობას. მას აქვს რწმენა, რომ ამ გამოწვევად გაუმკლავდეს“, - თქვა ინიესტამ.

შეგახსენებთ, ჩავიმ 2020 წლის ზამთარში მშობლიური კლუბის გაწვრთნაზე უარი თქვა და მიზეზად დაასახელა, რომ მზად არ იყო. ესპანელი „ალ-სადიში“ 2019 წლიდან მუშაობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117297