სხვა

21:52 | 21.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიგა ჭიკაძე: "ჰოლოუეის ჩემთან ბრძოლის შემდეგ ყავარჯნები დასჭირდება"

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა. ჭიკაძე დარწმუნებულია, რომ თუ ბრძოლა შედგება, მეტოქეს დაამარცხებს და აღნიშნა, რომ ის უბრალოდ არაფერს ამბობს.

„ვფიქრობ, რომ მაქსმა ჩემს წინააღმდეგ უნდა იჩხუბოს, რათა შეძლოს ტიტულის დაბრუნება. პრაქტიკაში დავამტკიცებ, რისი ღირსიც ვარ. უბრალოდ არაფერის ვამბობ, თუ ვიტყვი, რომ მეტოქეს ნოკაუტით დავამარცხებ, ასეც იქნება. ვიმსახურებ მაქსთან ბრძოლას. დროა დავიწყო დიდი ბრძოლები და ამისთვის მზად ვარ. რაც მთავარია, მაყურებელს ეს ბრძოლა სჭირდება და ვიძლევი გარანტიას, რომ როცა ჩვენი ბრძოლა დასრულდება, მაქსს ყავარჯნებით სიარული მოუწევს“, - თქვა ჭიკაძემ.

შეგახსენებთ, გიგა ჭიკაძეს UFC-ში ზედიზედ 7 ბრძოლა აქვს მოგებული, ბოლოს კი ბრაზილიელი ედსონ ბარბოსა დაამარცხა.

0.131292