ფეხბურთი

19:36 | 21.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო: "მესის რეაქცია არ მიკვირს, ყველა დიდ ფეხბურთელს თამაში სურს"

„პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ლიონელ მესის შესახებ და „ლიონთან“ ცვლილების დროს მის რეაქციაზე ისაუბრა. არგენტინელი სპეციალისტის თქმით, ყველა დიდ ფეხბურთელს უნდა, რომ მოედანზე 90 წუთი იყოს, მაგრამ მესის მუხლის ტკივილი აწუხებდა და ამიტომ შეცვალა.

„მესის შესახებ კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და სიტუაცია ნათელია. დავინახეთ, რომ ლიონელი მუხლის ტკივილს განიცდიდა, რადგან მუხლში დარტყმა მიიღო. მას „ლიონთან“ ძალიან კარგი პირველი ტაიმი ჰქონდა და 75 წუთი ითამაშა. ამის შემდეგ მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ მისი შეცვლა. ლეოს რეაქცია შეცვლის შემდეგ არ გამკვირვებია. მას სიტუაცია ავუხსენი და ყველა დიდ ჩემპიონს სურს მოედანზე ყოფნა, ამიტომაც, მისი რეაქცია ჩვენთვის გასაგებია“, - თქვა პოჩეტინომ.

შეგახსენებთ, რომ მესის ტრავმა აქვს და ამ მიზეზით 22 სექტემბერს, „მეცთან“ მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა.

0.110959