ფეხბურთი

14:50 | 21.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსი“ და „ატლეტიკო“ საკათი დაინტერესდნენ

ლონდონის „არსენალის“ გარემარბმა, ბუკაიო საკამ შეიძლება უახლოეს ხანში კლუბი გამოიცვალოს. მისით ტურინის „იუვენტუსი“ და მადრიდის „ატლეტიკო“ დაინტერესებულან - გვამცნობს Calciomercato.

წყაროს ცნობით, „არსენალი“ 20 წლის საკაში 50 მილიონ ევროს ითხოვს. ავტორიტეტული ინტერნეტ-პორტალი Transfermarkt კი ჭაბუკს 65 მილიონ ევროდ აფასებს.

საკა „არსენალის“ აღზრდილია. რვა წლიდან თამაშობდა „მეთოფეთა“ ბავშვთა და ახალგაზრდულ გუნდებში.

გასულ ზაფხულს კი ინგლისის ნაკრებშიც გამოიძახეს და ევრო 2020-ზეც ითამაშა. ინგლისელები ტურნირის ფინალში გავიდნენ და საკა ერთ-ერთი გამორჩეული იყო მათ რიგებში.

0.112102