ფეხბურთი

0:39 | 21.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ავთო ებრალიძის სადებიუტო გოლი კვიპროსში და "ანორთოსისის" პირველი გამარჯვება (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატის მესამე ტურში „დოქსას“ ქართველმა ლეგიონერმა ავთო ებრალიძემ გოლი გაიტანა, მისი გუნდი სტუმრად „ომონიას“ შეხვდა და 1:2 წააგო.

ანგარიში სწორედ ებრალიძემ გახსნა, რომელმაც თავი 72-ე წუთზე გამოიჩინა, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე და მერვე წუთებზე ნიქოზიელებმა ორჯერ გაიტანეს და მოიგეს. ავთო სწორედ მესამე კომპენსირებულ წუთზე შეცვალეს, როცა მისი გუნდი ჯერ კიდევ იგებდა. 29 წლის ქართველი თავდამსხმელი კვიპროსულ გუნდს ზაფხულში შეუერთდა და 3 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, „დოქსა“ კი 4 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ მესამე ტურში „ახნასს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. თემურ ქეცბაიას გუნდი დამაჯერებლად იგებდა და გოლო ბოლო წუთზე გაუშვა. გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა და გამარჯვებაში საკმაო წვლილი 6 სეივით შეიტანა. ნიკა ნინუა მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა და ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ნიკა კაჭარავა თამაშში 78-ე წუთიდან ჩაერთო. „ანორთოსისს“ ორი მატჩი აქვს ჩატარებული და ეს პირველი ქულები იყო სეზონში, შედეგად, ამ დროისთვის მე-10 ადგილზეა. ქეცბაიას შეგირდები მომდევნო ტურში 25 სექტემბერს, სტუმრად „არისს“ შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117626