ფეხბურთი

22:35 | 20.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "ფეხბურთელებზე დიდი დატვირთვაა და რაღაც უნდა შეიცვალოს"

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარების წინააღმდეგია. იტალიელმა ირონიულად განაცხადა, რომ უმჯობესია ყოველ წელს გაიმართოს.

„მოდით ყოველწლიურად ჩავატაროთ. მატჩების კალენდარში სერიოზული პრობლემებია, რაღაც უნდა შეიცვალოს. არის მატჩები, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ფიფამ და უეფამ ამაზე უნდა იფიქრონ. მართალია, შეიძლება ახლა ისინი ერთმანეთს დიდად არ ეთანხმებიან, მაგრამ ფეხბურთელებზე დატვირთვა ძალიან დიდია“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარების იდეა არსენ ვენგერმა გააჟღერა და ფიფა ამ საკითხზე მსჯელობას აპირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109873