„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „იუვენტუსთან“ შეხვედრის შემდეგ (1:1) თქვა, რომ 90 წუთიდან მხოლოდ 48 წუთი იყო თამაში, ხოლო დანარჩენი დროის ნაწილში შეხვედრა შეჩერებული იყო.
პიოლი ფიქრობს, რომ ამის გამო იტალიურ გუნდებს ევროტურნირებზე თამაში უჭირთ, რადგან იქ ტემპი გაცილებით მაღალია.
„რატომ უჭირთ იტალიურ გუნდებს ევროტურნირებზე თამაში? "იუვენტუსთან" მხოლოდ 48 წუთი იყო სუფთა სათამაშო დრო. 90 წუთის დანარჩენი ნაწილი გავიდა ძალიან ბევრ საუბარში და მსაჯის სასტვენში. ასე წარმოიქმნა მკვდარი დრო და ეს არ არის კარგი იტალიური კლუბების ზრდის პროცესისთვის ევროთასებზე“, - თქვა პიოლიმ „იუვენტუსთან“ მატჩის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ „მილანს“ სერია A-ში 4 ტურის შემდეგ 10 ქულა აქვს და „ინტერთან“ ერთად ლიდერია, ხოლო ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ლივერპულთან“ 2:3 წააგო.