ფეხბურთი

18:46 | 20.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულს" ტიაგო ალკანტარა გამოაკლდა

„ლივერპულის“ ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა ტრავმირებულია და მერსისაიდულ გუნდს უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება.

ესპანელი ფეხბურთელი ინგლისის ლიგის თასზე „ნორვიჩ სიტისთან“ და პრემიერლიგაში „ბრენტფორდთან“ მატჩს გამოტოვებს, ხოლო ამის შემდეგ მისი მდგომარეობა შეფასდება და გადაწყდება, როდის შეძლებს მოედანზე დაბრუნებას.

შეგახსენებთ, ტიაგო ალკანტარამ ტრავმა „კრისტალ პალასთან“ მატჩში მიიღო და მოედანი 62-ე წუთზე დატოვა.

0.110964