ფეხბურთი

17:42 | 20.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

კალაძე: "ცოტა გაუგებარი იყო შოთა არველაძის უარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელობაზე"

თბილისის მერმა და საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახა კალაძემ კომენტარი შოთა არველაძისა და ლევან კობიაშვილის დაპირისპირებაზე გააკეთა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ის ბედნიერი იქნებოდა, არველაძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი რომ იყოს, მან უარი განაცხადა.

"რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს თავისი მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა. ძალიან გამიხარდებოდა, თუ შოთა არველაძე ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იქნებოდა. როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებით, რამდენჯერმე შეთავაზებაც იყო, თუმცა მან უარი განაცხადა, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან თუ რაიმე გვაქვს ჩვენ და წარმატებას მივაღწიეთ, ეს წარმატება ვის უნდა მოვახმაროთ, თუ არა ჩვენს ქვეყანას, ფეხბურთს, სპორტს, ეროვნულ ნაკრებს?! გულწრფელად გეტყვით, ცოტა გაუგებარი იყო მისი უარი ჩემთვის, რადგან მგონია, რომ ის ეროვნული ნაკრებისთვის ძალიან კარგი მწვრთნელი იქნებოდა", - ციტირებს კალაძის სიტყვებს "პირველი არხი".

შეგახსენებთ, შოთა არველაძე გასული წლის ბოლოდან მოყოლებული უმუშევარია, ხოლო საქართველოს ნაკრებს მარტიდან მოყოლებული ვილი სანიოლი ხელმძღვანელობს.

0.118166