თამაშგარე

14:00 | 20.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

შოტლანდიელი ფანის გზა ტუალეტიდან სტადიონამდე

ბევრ ადამიანს იცნობთ (ფეხბურთის ჭეშმარიტად თავგადაკლული ქომაგიც რომ იყოს), რომელიც საყვარელი კლუბის თამაშის სანახავად ამ ქვეყნად ყველაფერს იზამდა, ყველაფერს მოიფიქრებდა და მაგალითად ორი საათის განმავლობაში უნიტაზზე იჯდებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ ესოდენ ნაოცნებარ თამაშს დასწრებოდა?

გლაზგოს “სელტიკის“ გადარეულმა ფანმა პოლ ბაიარსმა, რომელიც შოტლანდიიდან ესპანეთის ქალაქ სევილიაში იმიტომ ჩავიდა, ადგილობრივ კლუბ “სევილიასა“ და “სელტიკს“ შორის ევროპა ლიგის შეხვედრა რომ ენახა, სტადიონის ტუალეტში ორ საათზე მეტი იყურყურტა და საწადელი მაინც აისრულა.

პოლმა კორონა-რეგულაციების გამო მატჩის ბილეთი ვერ იშოვა, გული არ გაიტეხა, ადრევე შეიპარა “ბეტისის“ სტადიონზე, “გამაგრდა“ სტადიონის ტუალეტში და იქიდან მხოლოდ მაშინ გამოვიდა, როდესაც შეხვედრა დაიწყო. მართალია გლაზგოელებმა ეს მატჩი 3:4 წააგეს მაგრამ ასეთი ქომაგი როცა გყავს, უკეთესი მომავლის იმედს რა დაგიკარგავს?...

0.11219