რაგბი

12:34 | 20.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

რაგბი ევროპა | სუპერ თასი დაიწყო, მესხმა ბონუსისთვის გაიტანა

რაგბი ევროპის ახალი საკლუბო ტურნირი სუპერ თასი შაბათ-კვირას, სამი თამაშით დაიწყო.

პირველ ქართულ პროფესიულ ფრენჩაიზ ‘შავ ლომს’ პირველ ტურში ისრაელის ‘თელავივ ჰითისთვის’ უნდა ემასპინძლა, მაგრამ ქვეყანაში არსებული კოვიდ-სიტუაციის გამო, ის 16 ოქტომბრისთვის გადაიდო.

შედეგად, აღმოსავლეთ კონფერენციაში მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ‘ენისეიმ’ ‘ლოკომოტივ-პენზას’ უმასპინძლა და 22:6 დაამარცხა. მატჩის მიწურულს ახალ ტურნირში თავისი პირველი ლელო გაიტანა კრასნოიარსკელთა ფრთამ დავით მესხმა. მან შეუცვლელად ითამაშა, ფეხით შეცურებულ ბურთს შეყვა, მცველს სისწრაფეში აჯობა და სამით მეტი ლელოს გატანისთვის, საკუთარ გუნდს ბონუს-ქულაც მოუპოვა.

‘ლოკომოტივი-პენზას’ ძირითადში იყვნენ კვაჭი გიორგი ჭყოიძე და ბურჯი ტარიელ დონაძე, ასევე მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი. შეცვლაზე შევიდა შუამარბი ნიკა ცირეკიძე.

დასავლეთ კონფერენციაში ნიდერლანდის ‘დელტამ’ ‘ბრიუსელ დევილზს’ (ბელგია) 34:13 მოუგო, ხოლო პორტუგალიურმა ‘ლუზიტანოსმა’ ესპანურ ‘იბერიანზს’ 34:19 სძლია. გამარჯვებულებმა ბონუსიც მიიღეს.

25 დეკემბერს მეორე ტურში ‘ლოკომოტივი’ ‘ენისეის’ უმასპინძლებს, ‘დევილზი’ ‘დელტას’ დაუხვდება, ხოლო ‘იბერიანზი’ ‘ლუზიტანოსს’ მიიღებს.

RUGBY.GE

თეგებიშავი ლომი
0.132921