სხვა

2:14 | 20.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

განამ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა

ბელგიაში სტარტი აიღო საგზაო ველოსპორტში მსოფლიო ჩემპიონატმა, რომლის პირველ დღესაც, მამაკაცთა შორის დროზე ინდივიდუალური რბოლა გაიმრთა და ის იტალიელი ფილიპო განას გამარჯვებით დასრულდა. განამ უკან მოიტოვა ორი ბელგიელი - ვუტ ვან აერტი და რემკო ევენპოელი.

იტალიელი, ვინც მსოფლიო ჩემპიონის ცისარტყელას ზოლიანი მაისურით ასპარეზობდა, პირველ ორ საშუალედო ფინიშზე, ვან აერტს ჩამორჩებოდა, მაგრამ 43-კილომეტრიანი დისტანციის მესამე სეგმენტში ტემპი გაზარდა და საბოლოოდ, მას 5.37 წამით აჯობა. ევენპოელი კი ჩემპიონს 43.34 წამით ჩამორჩა.

„მთაში გატარებული მოკლე სავარჯიშო ბანკის შემდეგ, ბოლო კვირაში ჩემი მდგომარეობა გაუმჯობესდა. დღეს კი გაღვიძებისთანავე კარგ ხასიათზე ვიყავი, ფეხებში ძალას ვგრძნობდი, თავი კი დასვენებული მქონდა“, - ამბობს განა, ვინც საგზაო რბოლებში, მსოფლიო ჩემპიონი მეორედ გახდა, მანამდე კი, ტრეკზე მსოფლიო ჩემპიონის 4 ტიტული ჰქონდა მოპოვებული. მიმდინარე სეზონში, ის ტოკიოს ოლიმპიადაზე, ტრეკზე გამოდევნებით გუნდურ რბოლაში, ოქროს მედალს დაეუფლა.

ვან აერტი შარშან იმოლაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, დროზე რბოლაშიც და საგზაო რბოლაშიც ვერცხლის მედლებს დაეუფლა. 13.8 კილომეტრზე მდებარე ნიშნულთან, ის განას 6 წამს უგებდა. მესამეზე შვეიცარიელი შტეფან კუნგი იყო, ლიდერთან 17-წამიანი ჩამორჩენით. მეორე შუალედურ ფინიშთან განა ლიდერთან უკვე წამზე ნაკლებს აგებდა.

მეექვსე ადგილს დასჯერდა დროზე რბოლებში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, გერმანელი ტონი მარტინი, ვისაც ნათქვამი ჰქონდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, კარიერას დაადრულებს.

0.134224