ფეხბურთი

2:01 | 20.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტურინული კატასტროფა: "იუვე" სერია A-ს გასავარდნ ზონაშია!

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ში ისევ მოგების გარეშეა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა „მილანსაც“ ვერ მოუგო, მიუხედავად იმისა, რომ ცუდად არ უთამაშია.

ტურინელები მეოთხე წუთზე დაწინაურდნენ. შესანიშნავი კონტრშტეევა ალექს სანდრომ დაიწყო, პაულო დიბალამ გააგრძელა და ალვარო მორატამ გოლით დაასრულა. მასპინძლებს პირველ ტაიმში ორჯერ კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ მორატასა და დიბალას მაიკ მენიომ აჯობა.

მეორე ტაიმში „იუვემ“ ასე კარგად ვეღარ ითამაშა, მაგრამ თავს კარგად იცავდა. მანამ, სანამ ადრიენ რაბიომ სტუმრებს კუთხური არ აჩუქა, რომელსაც ანტე რებიჩის გოლი მოჰყვა. მატჩის მიწურულს „მილანი“ უკეთესი იყო და რომ არა ვოიცეხ შჩესნის შესანიშნავი სეივი, მოიგებდა კიდეც.

„იუვენტუსმა“ ისტორიაში მეოთხედ ვერ მოიგო სეზონის სტარტზე ოთხი თამაში და ეს ბოლოს 1961-192 წლების სეზონში მოხდა. ტურინულ გრანდს მხოლოდ 2 ქულა აქვს და მე-18 ადგილზეა, რაც გასავარდნი ზონაა. „ბებერი ქალბატონი“ მომდევნო ტურში 22 სექტემბერს, „სპეციას“ სტუმრად დაუპირისპირდება.

ტურის სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია „რომას“ მარცხი, რომელიც „ვერონასთან“, რომელიც აქამდე უქულოდ იყო, 2:3 დამარცხდა. ამ შეხვედრა ორი ფანტასტიკური გოლი გავიდა, ერთი სტუმართა და ერთიც მასპინძელთა კარში. ეს იყო ჟოზე მოურინიოს პირველი მარცხი რომაულ კარიერაში და ზოგადად, პირველი ვერმოგებული მატჩი.

ამ ტურში ვერც მაურიციო სარის „ლაციომ“ მოიპოვა 3 ქულა, რომელიც შინ „კალიარისთან“ მარცხს გადაურჩა (2:2).

„იუვენტუსი“ – „მილანი“ 1:1 (1:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; დანილო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; კუადრადო (კიეზა 72), ბენტანკური, ლოკატელი, რაბიო; დიბალა (კულუშევსკი 79), მორატა (კინი 66)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„მილანი“ (4-2-3-1): მენიო; ტომორი, კიაერი (კალულუ 36), რომანიოლი, ტეო ერნანდესი; ტონალი, კესიე (ბენასერი 63); საელმაკერსი (ფლორენცი 63), ბრაჰიმ დიასი (მალდინი 90), ლეაო; რებიჩი

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გოლები: 1:0 დიბალა (4), 1:1 რებიჩი (76)

გაფრთხილება: დიბალა (65) - ტონალი (65)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 13 (3) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 4:4 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: დანიელე დოვერი

0.174833