ფეხბურთი

19:59 | 19.09.2021 | ნანახია NaN - ჯერ

გიორგი მიქაუტაძემ "სერენში" ისევ გაიტანა, ამჯერად სადებიუტო გოლი უმაღლეს დივიზიონში (+VIDEO)

ბელგიის იუპილერ ლიგაში გიორგი მიქაუტაძემ სადებიუტო გოლი გაიტანა. „სერენის“ ქართველმა ფეხბურთელმა ბელგიის უმაღლეს დივიზიონში მეორედ ითამაშა, პირველად ძირითად შემადგენლობაში და „ანტვერპენი“ დაამწუხრა.

56-ე წუთზე მიქაუტაძემ ანგარიში გახსნა და თავისი გუნდი დააწინაურა - მეკარესთან პირისპირ დარჩა და მას ბურთი თავზე გადაუგდო. თუმცა, ეს სტუმრებს არ ეყოთ, რადგან 75-ე და 88-ე წუთებზე ორი გოლი გაუშვეს და 1:2 წააგეს. მიქაუტაძე მინდორზე 75-ე წუთამდე იყო და როცა შეცვალეს, ანგარიშიც ამის შემდეგ, წამებში გათანაბრდა.

20 წლის ქართველმა ფორვარდმა „სერენში“ დაბრუნების შემდეგ მესამე მატჩი ჩაატარა და უკვე 4 გოლი აქვს საკუთარ ანგარიშზე (ერთ კვირაში). მან შუა კვირაში ბელგიის თასზე „ლოკერენთან“ ჰეთ-თრიქი შეასრულა. გავიხსენოთ ისიც, რომ გასულ სეზონში მიქაუტაძემ „სერენში“ 22 გოლი გაიტანა და გუნდს იუპილერ ლიგაში აღზევებაში გადაუჭარბებლად ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.

„სერენს“ ბელგიის ჩემპიონატში 8 ტურის თავზე 9 ქულა აქვს და მე-13 ადგილზეა, 26 სექტემბერს კი, ერთ-ერთ ლიდერ „გენკს“ სტუმრად შეხვდება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:38 | 27.01.2022
lashalsh (143)

მეორე გოლიც მიქასია იასნია , რა გაუკეთა ზიდანის ფინტით და სად მოხვდა ძელს , ძელიდან ასხლეტილი კიდე ცარიელ კარში გაიატან იმ ჩემისამ

12:43 | 27.01.2022
dinamo222 (8587)

პირველი მომენტი რომ ქონდა 32:56 ზე კომენტატორმა რა თქვა-მიქაუტაძემ ისე დაარტყა მეკარეს ბუასილი გაუჩინაო DD

12:41 | 27.01.2022
johnsilver (1156)

ადვილად აბურთავა მთელი დაცვა.

0.070439