ფეხბურთი

19:23 | 19.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ ისევ გაიტანა, "მანჩესტერს" ლინგარდმა მოაგებინა და დე ხეამ ბოლო წუთზე პენალტი აიღო

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ინგლისის პრემიერლიგის მეხუთე ტურში ლონდონის „ვესტ ჰემი“ დრამატულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

არადა, ლონდონელები ახლოს იყვნენ ქულასთან. 30-ე წუთზე სწორედ დევიდ მოიესის გუნდი დაწინაურდა, რომელიც წინ საიდ ბენრაჰმამ გაიყვანა. 5 წუთში კრიშტიანუ რონალდუმ გაათანაბრა, რომელსაც პირველი დარტყმა ლუკაშ ფაბიანსკიმ აუღო, მაგრამ დამატებაზე პორტუგალიელი უშეცდომო იყო. კრიშტიანუმ „მანჩესტერში“ დაბრუნების შემდეგ მესმაე მატჩი ჩაატარა და მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია - ჯამში უკვე 4 გოლი აქვს გატანილი.

მატჩი ბედი ჯესი ლინგარდის გოლმა გადაწყვიტა, რომელიც თამაშში შეცვლაზე ჩაერთო და „ვესტ ჰემის“ ფანები აპლოდისმენტებით შეეგებნენ. მოგეხსენებათ, გასული სეზონის მეორე ნახევარი ლინგარდმა „ჩაქუჩების“ მაისურით დიდებულად ჩაატარა. ბედად, სწორედ ლინგარდმა 89-ე წუთზე ულამაზესი გოლი გაიტანა ოლე გუნარ სულშერის გუნმა იმარჯვა.

არადა, „ვესტ ჰემს“ კიდევ ჰქონდა შანსი. მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო, მესამე წუთზე მასპინძლებმა პენალტის შესრულების შანსი მიიღეს და მოიესმა მოედანზე მხოლოდ პენალტის დასარტყმელად მარკ ნობლი შეუშვა, მაგრამ ვეტერან ნახევარმცველს დავიდ დე ხეამ აჯობა და თამაშიც ასე დრამატულად დასრულდა.

„მანჩესტერს“ 13 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს „ლივერპულთან“ 13 ქულით ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.341511