ფეხბურთი

15:25 | 19.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

გარეთ ბეილი ორი თვე ვერ ითამაშებს

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი გარეთ ბეილი ტრავმის გამო 2 თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

ბეილმა მუხლის ტრავმა ვიგოს „სელტასთან“ მატჩში მიიღო და როგორც აღმოჩნდა, დაზიანება საკმაოდ სერიოზულია. უელსელი ფეხბურთელი ათამდე მატჩს გამოტოვებს.

აღსანიშანვია, რომ ეს არის ბეილის 24-ე ტრავმა, მას შემდეგ, რაც მადრიდის „რეალში“ ჩაირიცხა. მიმდინარე სეზონში უელსელმა შემტევმა 3 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

0.113597